სხვადასხვა


ა/წ 23 მაისს სამების საკათედრო ტაძარში, სულთმოფენობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა მარსაგიშვილების, ქუშაშვილების, წიკლაურებისა და კობიაშვილების გვარები.
დალოცვის შემდეგ მარსაგიშვილებს გადაეცათ ამაღლების ხატი, რომელიც ამ დღისათვის დაიწერა, ხოლო სამების ტაძრის ახალგარზრდულ ცენტრში გაიმართა მარსაგიშვილების გვარის შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა საველი მარსაგიშვილი. შეხვედრაზე გაიხსენეს გვარის მოსახელე შვილები. შეხვედრაზე განიხილეს სოფელ კარკუჩაში არსებული სხვადასხვა პრობლემები და სიახლეები. იმსჯელეს ხატის ოჯახებში დაბრძანების რიგითობისა და წესის შესახებ. გადაწყვიტეს, ვინაიდან, გვარი სოფელ კარკუჩიდან მოდის ხატი პირველად იქ არსებულ წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დაბრძანდეს, შემდეგ მოიაროს სოფ. კარკუჩაში მაცხოვრებელი მარსაგიშვილების ოჯახები, თანმიმდევრობით ხევის სხვა სოფლებსა და დაბა სტეფანწმინდაში მცხოვრები მარსაგიშვილების ოჯახები და შემდეგ წამობრძანდეს თბილისში.
ასევე ხატები დაიწერა წიკლაურების, კობიაშვილების და ქუშაშვილების სახელზეც, რომლებიც მოივლის თითოეული გვარის ოჯახებს.
ვულოცავთ მარსაგიშვილებს, წიკლაურებს, ქუშაშვილებს და კობიაშვილებს ეწეოდეთ მათ სულთმოფენობის მადლი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევის ძალა, რათა გაშენდნენ და კიდევ უფრო გამრავლდნენ ხევისა და სრულიად საქართველოს სასახელოდ.