Monday, October 25, 2010

გაზეთი გამოიცემა შემოწირულობებით

მიმღები ბანკი: / ``ბაზის ბანკი``

ბანკის კოდი: 220101956 
მიმღების დასახელება
არასამეწარმეო (არაკომერციული
იურიდიული პირი ``სტეფანწმიდა`` 
GE97 BS00 0000 0036 4362 73 
 

Thursday, October 21, 2010

ჩვენს შესახებ


ადგილობრივი გაზეთის გამოცემის სურვილი დიდი ხნის წინ გაჩნდა თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო გაზეთის პირველი ნომერი 2010  წლის მარტის თვეში გამოვიდა. 
       ადგილობრივი გაზეთი რაიონში წინათაც გამოიცემოდა, თანაც საკმაოდ წარმატებით, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, სამწუხაროდ, ხევში ბეჭდვითი გამოცემა აღარ არსებობს. ვფიქრობთ, რომ ხევის მოსახლეობა  ელოდა, რაიონში ბეჭდვითი მედიის დაბრუნებას.
       პირველ რიგში, ჩვენ შენდობას ვითხოვთ იმ ადამინებისაგან, რომლებიც წარშულში უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში, იმის გამო, რომ გავკადნიერდით და ასეთი საპასუხისმგებლო საქმის კეთება ვიტვირთეთ, როგორიც ადგილობრივი გაზეთის გამოცემაა. თუმცაღა ეს ჩვენთვის დიდი პატივიცაა.
       ამ გადაწყვეტილებისაკენ ნაბიჯი, უფრო მეტად ჩვენს მშობლიურ კუთხეში არსებულმა ურთულესმა ვითარებამ გადაგვადგმევინა, მაშინ როცა რაიონში არსებული უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შედეგად ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მოხევე ტოვებს თავის წინაპართა საცხოვრებელს და ფაქტობრივად ყაზბეგი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა. ჩვენ როგორც ახალგაზრდებმა და ხევის მომავალმა თავი მოვალედ ჩავთვალეთ, რომ ზემოაღნიშნული პრობლემების დასაძლევად ყველა საშუალებისთვის მიგვემართა. ჩვენი აზრით, სწორედ ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა ადგილობრივი გაზეთის გამოცემა, რომელმაც თითოეულ მოხევეს და არამარტო მათ, თვალსაჩინოთ უნდა დაანახოს პრობლემათა მთელი სპექტრი, რომელიც დღეს ხევს აწუხებს და ხელი შეუწყოს მოხევეთა დარაზმვას კუთხის გადასარჩენად.
  გაზეთის გამომცემელია არასამთავრობო ორგანიზაციასტეფანწმიდა“. აუცილებლად მიგვაჩნია ავღნიშნოთ, რომ გაზეთი დამოუკიდებელი გამოცემაა და ზეგავლენის ქვეშ არ ექცევა. მზად ვართ და მოხარულნი ვიქნებით თუკი ამ საქმით სხვებიც დაინტერესდებიან და შენიშვნებით, რეკომენდაციებითა თუ ახალი იდეებით მოგვმართავენ, ამით ერთად გავაკეთებთ ნამდვილად სასიკეთო საქმეს.
    გაზეთის სარედაქციო კოლეგია მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერ გულანთებულ მოხევესთან სათანამშრომლოდ, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში, უსასყიდლოდ დაეთმობა გაზეთის გვერდები, რაიონში არსებული სხვადასხვა პრობლემური საკითხების სამსჯავროზე გამოსატანად, რადგან მიგვაჩნია, რომ ყველა დაინტერესებული პირი აქტიურად უნდა იყოს ჩართული ასეთი საკითხების განხილვა გადაწყვეტის პროცესში.
   საქართველო დემოკრატიული გზით მიმავალი ქვეყანაა, ხოლო გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის არსებობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.